English |
Русский |
დეპარტამენტები
ძებნა |
საიტის რუკა |
კონტაქტი
ყურადღება!
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და ა(ა)იპ ბუღალტერთა კავშირს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ტარდება ტრენინგი
2023 წლის 8 მარტს 12 საათზე, 710ა აუდიტორიაში ბუღალტერთა კავშირი მართავს სამუშაო შეხვედრას ბუღალტრული აღრიცხვის დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.
ტრენინგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხს როგორიც არის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის არსებობა. ტრენინგის მიზანია დაეხმაროს გადასახადის გადამხდელს სალაროში ნაღდი ფულის გონივრული ნაშთის გაანგარიშებაში და აცნობოს საგადასახადო შემოწმებისას, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის მიმართ შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მეთოდოლოგიური მიდგომა.
შეხვედრას დაესწრებიან ბუღალტრულ დარგში მომუშავე სპეციალისტები.
შეხვედრას გაუძღვება შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ბუღალტერთა კავშირის მრჩეველი ლაშა კობერიძე.
გთხოვთ დაინტერესებულ პროფესორებსა და სტუდენტებს მობრძანდეთ ტრენინგზე.