02/28/2023
ინფორმაცია ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის შესახებ რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=21817
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი (
INSA Rennes) (რენი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტარციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 16 მარტამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 21 მარტამდე
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში.
მიმართულებები: კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრონიკა და კომპიუტერული ინჟინერინგი, საკომუნიკაციო სისტემები და ქსელები, საინჟინრო მათემატიკა, მასალათმცოდნეობა და ინჟინერინგი, სამშენებლო და ურბანული დაგეგმარება, მექანიკა და მართვის სისტემების ინჟინერინგი.
პატივისცემით,
--
GTU Erasmus+ Team
GTU International Relations Department
GTU Administrative Building, Room #221
77, Kostava str., 0160, Tbilisi, Georgia
Phone: (+995 32) 236 51 73