02/21/2023
კორდობის უნივერსიტეტი (
University of Cordoba - UCO) (კორდობა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო (II სემესტრი) და 2023-2024 საშემოდგომო (I სემესტრი) სემესტრებისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა-13.03.2023
ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება- 2023 წლის 16 მარტამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება- 2023 წლის 21 მარტამდე
კორდობის უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ.
მიმდინარე წლის 13 მარტის შემდეგ შემოსული სააპლიკაციო განაცხადები საკონკურსოდ აღარ განიხლება.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა კორდობის უნივერსიტეტში.
მიმართულებები: ისტორის და არქეოლოგია; ლიტერატურა და ლინგვისტიკა; მენეჯმენტი და ადმინისტრირება; სამართალი; ბიზნესი; ქიმია; გარემოს დაცვა; ფიზიკა; ინფოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიები; ენერგეტიკა; ელექტროინჟინერია; ელექტრონიკა და ავტომატიკა; კვების ტექნოლოგია; სამთო; სამშენებლო.
პატივისცემით,
--
Georgian Technical University
Marketing Department
E-mail:
contact@gtu.ge