24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრი (JRC)

02/13/2023


მოგესალმებით,

მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში, რომელსაც ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრი (JRC) მეცნიერებისთვისა და მკვლევრებისთვის აცხადებს

თუ მუშაობთ აკადემიურ/კვლევით ორგანიზაციაში, მცირე საწარმოში, საჯარო ან კერძო სექტორში და გსურთ კვლევითი ინფრასტრუქტურების მიმართულებით გაიღრმავოთ ცოდნა და კომპეტენცია, გამოიყენეთ ეს უნიკალური შემოთავაზება.

კვლევითი ინფრასტრუქტურების კონკურსში მონაწილეობა დაგეხმარებათ შემდგომში მოიპოვოთ ჰორიზონტი ევროპას გრანტი JRC მიმართულებით.

კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო-ტექნიკურ მიმართულებებს:

ქიმია;

ბიომეცნიერებები;

ფიზიკური მეცნიერებები;

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT).

დეტალური ინფორმაციისთვის ისარგებლეთ ვებ. გვერდით 

https://joint-research-centre.ec.europa.eu/…/open-access…

JRC კონკურსის დახმარებით თქვენ შეძლებთ მიიღოთ მონაწილეობა ტრენინგში და განავითაროთ თქვენი უნარები სამ ძირითად ლაბორატორიაში:

Hopkinson Bar Facility (ELSA-HopLab) - სადაც შეისწავლით ისეთ მასალებსა და სტრქუტურულ კონპონენტებს, როგორიცაა დარტყმა და აფეთქება. Ჰოპკინსონის ლაბორატორია იძლევა საშუალებას შეისწავლოთ და დააკვირდეთ მასალების ქცევას დეფორმაციის მაღალი სიჩქარის პირობებში.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 დღე.

განაცხადის გაგზავნის ბოლო თარიღი: 31 მარტი

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე 

https://joint-research-centre.ec.europa.eu/…/2023-1-tcb…

Reaction Wall Facility (ELSA Reaction Wall) - ლაბორატორიაში შეძლებთ რეალური ზომის ნიმუშების სტრუქტურის საიმედოობის შეფასებას მიწისძვრებისა და სხვა ბუნებრივი/ხელოვნული საფრთხეების წინაღმდეგ.

ტრენინგის ხანგრძლივობა 4 დღე (2 დღე ონლაინ).

განაცხადის გაგზავნის ბოლო თარიღი: 31 მარტი, 2023.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე 

https://joint-research-centre.ec.europa.eu/…/2023-1-tcb…

ნანობიოტექნოლოგიის ლაბორატორია (JRC Nanobiotechnology Laboratory) - მულტიდისციპლინური კვლევების ჩასატარებლად აღჭურვილია ულტრათანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით. ფოკუსირებულია ნანომასალების, ნანომედიცინის, მოწინავე მასალების და მიკრო(ნანო)პლასტმასის დახასიათებაზე.

ლაბორატორიაში ჩატარდება ტრენინგები სადაც:

შეისწავლით და დააკვირდებით ადამიანის ორგანიზმზე მოქმედი მიკრო-ნანოპლასტიკების აღმოჩენასა და მის მახასიათებლებს;

გამოიკვლევთ რთულ მატრიცებში (მაგ. საკვები) ნანომასალების აღმოჩენასა და მათ ზემოქმედებას ბიოლოგიურ სისტემებზე;

გაეცნობით ნანოტექნოლოგიასა და ბიოტექნოლოგიაზე დაფუძნებული ჯანმრთელობის პროდუქტების დახასიათების მექანიზმებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა 5 დღე.

განაცხადის გაგზავნის ბოლო თარიღი: 30 აპრილი

დეტალურ ინფორმაციას იხილავთ ბმულზე 

https://joint-research-centre.ec.europa.eu/…/2023-1-tcb…

--

Technology Transfer & Grants Office

Georgian Technical University

0171, Georgia, Tbilisi, Kostava str. 77 

Phone:  (+995) 599576369;

Email: grantsoffice@gtu.ge

--

ტექნოლოგიების ტრანსფერისა და საგრანტო პროექტების ოფისი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

0171, საქართველო, თბილისი, კოსტავას  77 

Phone:  (+995) 599576369;

Email: grantsoffice@gtu.ge