24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და უნგრეთის მთავრობის ერთობლივი სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამები

02/08/2023


ინფორმაცია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და უნგრეთის მთავრობის 2023-2024 სასწავლო წლების ერთობლივი სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამების შესახებ:

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=21588


გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და უნგრეთის მთავრობის 2023-2024 სასწავლო წლების ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო. სასტიპენდიო პროგრამები მოიცავს ბიოტექნოლოგიისა და სასოფლო-სამეურნეო წყლის მენეჯმენტის ინჟინერიის მიმართულებით სამაგისტრო საფეხურის ორწლიან კურსებს მოიცავს და მასში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

უკვე მეთხუთმეტე წელია, უნგრეთის ფინანსური მხარდაჭერით, FAO-ს სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებს ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას სთავაზობს. პროგრამაზე ჩარიცხულები ბუდაპეშტში, უნგრეთის სოფლის მეურნეობისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში (Hungarian University of Agriculture and Life Sciences) ისწავლიან.

სტიპენდია აერთიანებს განაცხადის, სწავლის საფასურის, ძირითადი სახელმძღვანელოების, საერთო საცხოვრებლის, ყოველდღიური ცხოვრებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს. აკადემიური წელი 2023 წლის შემოდგომაზე იწყება. 

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადა - 2023 წლის 28 თებერვალი.

სააპლიკაციო ფორმის სანახავად მიჰყევით ბმულს.

წლების განმავლობაში, FAO-სა და უნგრეთის მთავრობის პროგრამით უამრავმა ახალგაზრდა პროფესიონალმა ისარგებლა და საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების შემდეგ კარიერულ წარმატებას მიაღწია. კურსადმთავრებულები, ასევე, პროგრამის სხვა მონაწილეებსა და პროფესორებთან ერთად, გლობალური პროფესიული ქსელის წევრები ხდებიან.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლით დაუკავშირდეთ FAO-ს რეგიონულ ოფისს:  REU-Scholarship@fao.org

სასარგებლო ბმულები:
პატივისცემით,

--

GTU Erasmus+ Team

GTU International Relations Department

GTU Administrative Building, Room #221

77, Kostava str., 0160, Tbilisi, Georgia

Phone:  (+995 32) 236 51 73