24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

დოქტორანტ ნინო ლორთქიფანიძის საჯარო მოხსენება

01/30/2023


დოქტორანტ ნინო ლორთქიფანიძის საჯარო მოხსენება

 

            

2023 წლის 24 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „საჯარო მმართველობის“ პროგრამის მესამე კურსის დოქტორანტმა ნინო ლორთქიფანიძემ (რომლის სადოქტორო თემის დასახელებაა: „ავტორიტარიზმიდან დემოკრატიისკენ - გერმანიის გამოცდილება და საქართველოს საჯარო მმართველობის სისტემის თანამედროვე გამოწვევები“. ხელმძღვანელი: პროფესორი გიორგი ბაღათურია) წარმოადგინა საჯარო მოხსენება საკითხზე: „საქართველოში თვითმმართველობის განვითარების პერსპექტივები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გამოცდილების გათვალისწინებით".

          ნინო ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში, ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის        ჩამოყალიბებისა თუ განვითარების პროცესი ნელა მიმდინარეობს, მაგრამ მიუხედავად ამისა ადგილობრივი თვითმმართველობის ქართული სისტემა რეფორმირების პროცესში სიახლეების ძიებაშია. გერმანიის გამოცდილებაზე დაყრდნობით ხაზგასმულ იქნა იმ გასატარებელი რეფორმების აუცილებლობა, რომელიც საქართველოს დემოკრატიას კიდევ უფრო განამტკიცებს. კერძოდ: ქონებრივი და ფინანსური დამოუკიდებლობა, საჯარო მმართველობის სფეროში უფლებამოსილებათა გამიჯვნა, კვალიფიციური რესურსების მოზიდვა, ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობა და ურთიერთობა რეგიონული პროგრამების განვითარების კუთხით, ადგილობრივი საჯარო პროფესიული მოხელეეების გადამზადება და ადგილობრივი ხელისუფლების მეტი ინიციატივა პროგრამების განვითარების მიმართულებით, საშემოსავლო-საგადასახადო, კომუნალური რეფორმა და სხვ.

მოხსენებას ესწრებოდნენ სტუ–ის „ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის“ სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები. გერმანიის მხრიდან მოხსენებას ასევე დაესწრნენ „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ (htw saar) პროფესორები, მათ შორის პროფესორი, დოქტორი შტეფან ჰუტერი და სტუ–ს საპატიო დოქტორი, პროფესორი ვილჰელმ ჰაუზერი, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში.

დოქტორანტ ნინო ლორთქიფანიძის მოხსენებამ დაიმსახურა დიდი მოწონება. მოხსენების ბოლოს დოქტორანტმა უპასუხა შეკითხვებს და გაიმართა დისკუსია.

მოხსენება შედგა პლატფორმა Microsoft Teams–ის მეშვეობით.