01/24/2023
ინფორმაცია გაცვლითი პროგრამის შესახებ ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის:
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=21448
ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
(Polytechnic Institute of Beja - IPBeja) (ბეჟა, პორტუგალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 06.02.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 9 თებერვლამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 13 თებერვლამდე
შერჩეულმა თანამშრომლებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ მიმდინარე წლის 17-21 აპრილს ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაგეგმილ
V საერთაშორისო კვირეულში.
ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ.
მიმდინარე წლის 6 თებერვლის შემდეგ შემოსული სააპლიკაციო განაცხადები საკონკურსოდ აღარ განიხლება.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური პერსონალის მობილობა ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
მიმართულებები: ბიზნესი და ადმინისტრირება, სოფლის მეურნეობა, კვების ტექნოლოგია, გარემოს დაცვა.
პატივისცემით,
--
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34
https://gtu.ge/Suss/
www.gtu.ge
International Relations Department
Georgian Technical University
Tel / Fax: (+995 32) 237 54 34
https://gtu.ge/Suss/
www.gtu.ge