24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

Erasmus+ გაცვლითი პროექტი იტალიაში, ანგარიში

01/24/2023


19-27 დეკემბრის პერიოდში იტალიის ქ. პალერმოში გამართულ ერასმუს+ საერთაშორისო გაცვლით პროექტში 9 ქვეყნის ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან ერთად ასევე მონაწილეობდა სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტი თამარ ოთინაშვილი, რომელიც შეირჩა სტუ-ს ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტის და პროაქტივ ჯგუფი ჯორჯიას ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ევროკავშირის მხარდაჭერილ სხვადასხვა პროექტებზე, ასევე ჩაუტარდათ ტრენინგები ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა გარემოსდაცვა და მდგრადი განვითარება, მენეჯმენტი, ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაციები, მულტიკულტურულ გარემოში გუნდური მუშაობა და სხვა. როგორც თამარი აღნიშნავს, პროექტი სასარგებლო იყო პიროვნული და პროფესიული უნარების დახვეწისთვის, ასევე ახალი საერთაშორისო კავშირების დამყარებისთვის პროექტში მონაწილე პარტნიორ ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან.

პროექტი სრულად დაფინანსებული იყო ევროკავშირის ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში. ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან, რომლის ფარგლებშიც არაერთ მნიშნელოვან ერთობლივ პროექტს, ღონისძიებას ახორციელებს სტუდენტთა პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის, ინტერნაციონალიზაციის განვითარების კუთხით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი / The Faculty Of Business Technologies