24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

შეხვედრა - CIF-ის საგრანტო კონკურსი

01/17/2023


მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის - საქართველო I2Q“ (შემდგომ - I2Q პროექტი) ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანი ინიციატივების საგრანტო დაფინანსებისათვის კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF) შეიქმნა. CIF-ის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა აკადემიური და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინოვაციური პროექტების განხორციელებაში.  

როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, CIF-ის ფარგლებში პირველი საგრანტო კონკურსი 2022 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა. საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღება მ.წ. 20 თებერვლამდე გაგრძელდება, მის ფარგლებში საინფორმაციო ხასიათის კითხვების წარმოდგენის ბოლო ვადად კი მ.წ. 31 იანვარია განსაზღვრული. 

CIF საგრანტო კონკურსის ფარგლებში რამდენიმე საინფორმაციო-საკონსულტაციო შინაარსის შეხვედრა იყო განსაზღვრული, რომელთაგან პირველი 2022 წლის 30 ნოემბერს გაიმართა: დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო პროცედურებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.  

რიგით მეორე საინფორმაციო-საკონსულტაციო შინაარსის შეხვედრა სსიპ უსდ-ების წარმომადგენლებთან 2023 წლის 20 იანვარს 14:00 საათზე იგეგმება. შეხვედრა ელექტრონული პლატფორმა - “Microsoft Teams”-ის საშუალებით გაიმართება. CIF-ის გუნდის წევრები უპასუხებენ საგრანტო კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული პირების შეკითხვებს. 

გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელოთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის ერთეულებში. შეხვედრაზე მონაწილეთა მსურველებს რეგისტრაციის გავლა 2023 წლის 19 იანვრის 12:00 საათამდე შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfwNAbz0ztmYRl5x4KQlYvTSy_eTNA5z4s7RozHI-WxGZWgpw/viewform?usp=sf_link  

დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ შეხვედრის დრო და ბმული, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ შეხვედრაზე დასწრებას.  

დამატებითი შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: cif@iiq.gov.ge

გისურვებთ წარმატებებს ! 

 

პატივისცემით,

ნინო წერეთელი

საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტრო

უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი

უზნაძის ქ. 52, თბილისი 0102, საქართველო

ტელეფონი: (+995 32) 2 200 220 (1120)

მობილური: +995 577 17 22 00 

ელ-ფოსტა: n.tsereteli@mes.gov.ge

ვებგვერდი: www.mes.gov.ge