24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

თანამშრომლობა + სტუდენტების სტაჟირება

01/17/2023


გაცნობებთ, რომ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2023 წლის თებერვლის თვეში გეგმავს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრას, სადაც ღია ლექციის ფორმატში დამსწრე საზოგადოებას გავაცნობთ მომხმარებლის უფლებების დაცვის  შესახებ კანონმდებლობასა და აღსრულების მექანიზმებს.

შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე ან/და თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძე და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

შეხვედრების ფარგლებში, სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებისთვის გამოცხადდება კონკურსი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ბაკალავრიატის დამამთავრებელი, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები. კონკურსის შედეგად შეირჩევა სამი გამარჯვებული, რომლებიც სტაჟირებას გაივლიან საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტში.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ აღნიშნულ საკითხზე თქვენი ორგანიზაციიდან საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაცია  (ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი).

სააგენტოს მხრიდან საკონტაქტო პირია მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი ნინი ცაბუტაშვილი (ტელეფონი: 555 38 92 78)

 

 პატივისცემით,

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო