24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - მობილური სტუდენტის (Free Mover Student) პროგრამა

01/09/2023


ინფრომაცია პოლონეთის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ე.წ. მობილური სტუდენტის (Free Mover Student) ერთსემესტრიანი სასწავლო პროგრამის შესახებ უცხოელი სტუდენტებისთვის

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=21317


ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Rzeszów University of Technology - RUT) (ჟეშუვი, პოლონეთი) აცხადებს ე.წ. მობილური სტუდენტის (Free Mover Student) ერთსემესტრიან სასწავლო პროგრამას უცხოელი სტუდენტებისთვის.

მობილური სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში სწავლის გადასახადს არ გადაიხდის, ის მხოლოდ მგზავრობისა და აკომოდაციის ხარჯებს დაფარავს, რაც თვეში დაახლოებით 240 ევროს (1100 პოლონური ზლოტი) უტოლდება.

აკომოდაციას უზრუნველყოფს ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი Ikar სტუდენტური საცხოვრებელით.

სასწავლო სემესტრის პერიოდია 01.03.2023 – 30.06.2023.

სასწავლო კურსებს მობილური სტუდენტები გაივლიან მიმღები უნივერსიტეტის შემდეგ ფაკულტეტებზე:
სააპლიკაციო დოკუმენტები (ინგლისურ ენაზე):
  • სასწავლო ხელშეკრულება
  • B2 დონეზე ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა
  • ნიშნების ფურცელი (GPA მითითებით)
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ, სწავლების წლის/საფეხურის მითითებით
დეტალური ინფორმაცია, მათ შორის სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

მსურველებმა სააპლიკაციო დოკუმენტები PDF-ფაილების სახით ელექტრონულად უნდა გადააგზავნონ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში, ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge, 2023 წლის 16 იანვრამდე (18:00 სთ).
მიმღებ უნივერსიტეტში სააპლიკაციო დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 18 იანვარი.

საკონტაქტო პირი:
ქალბატონი მონიკა სტანიში (Monika Stanisz)
ელ.ფოსტა: monikas@prz.edu.pl



გულითადი საახალწლო სურვილებით


საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge