24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

საერთაშორისო ჟურნალი “Sustainability”

01/09/2023


ძვირფასო კოლეგებო, გულითადი სურვილებით გილოცავთ  შობა-ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და საინტერესო  2023 წელს!

image.png

გიგზავნით ინფორნაციას  “Sustainability”  საერთაშორისო ჟურნალის სპეციალური გამოშვების შესახებ, სადაც სტუ-ს მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ უფასოდ გამოაქვეყნონ სტატიები

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=21316


საერთაშორისო ჟურნალი “Sustainability” („მდგრადობა“) (ISSN 2071-1050, CiteScore 3.9, IF 3.251) 2023 წლის სექტემბრისათვის ამზადებს სპეციალურ გამოშვებას (“Improving Agriculture Productivity and Sustainability through Big Data Management” („სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და მდგრადობის გაუმჯობესება დიდ მონაცემთა მენეჯმენტის საშუალებით“).

აღნიშნული სპეციალური გამოშვებება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელთა ჩართულობით  მზადდება და ჟურნალის რეცენზენტების მიერ შერჩეული 3-მდე საუკეთესო სტატია ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისათვის უფასოდ გამოქვეყნდება (საგულისხმოა, რომ სტანდარტული გადასახდელი აღნიშნულ ჟურნალში სტატიის გამოსაქვეყნებლად 1400 შვეიცარული ფრანკია).

სტატიების წარდგენის მიმდინარე პროცესი 2023 წლის 30 სექტემბერს დასრულდება.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.


გულითადი საახალწლო სურვილებით


საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge