24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

კულტურა და მეცნიერება მშვიდობისათვის

12/19/2022


კულტურა და მეცნიერება მშვიდობისათვის

2022 წლის 18 დეკემბერს საქართველო-იაპონიის 30 წლისთავთან დაკავშირებით “სმირნოვების მუზეუმში” (გალაქტიონ ტაბიძის ქ. 20) გაიმართა კულტურისა და მეცნიერების წარმომადგენლების შეხვედრა იაპონელი პიანისტ და ხელოვნების დოქტორ უსუი ტოშიკისთან.

ღონისძიების მიზანი იყო საქართველო-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების მიმართულებით დარგთაშორისი სამეცნიერო კვლევებისა და ქართულ-იაპონური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს ქართული და იაპონური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობასა და დიპლომატიის როლზე მშვიდობიანი მსოფლიოსათვის. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გივიაშვილმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის კულტურული დიპლომატიის როლსა და ამ მიმართულებით ახალგაზრდების კვლევითი საქმიანობის განვითარების შესაძლებლობებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონ რუსუდან ქუთათელაძემ ისაუბრა სტუ საჯარო მმართველობის პროგრამის დოქტორანტთა კვლევებზე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და გამოყენების სფეროში. მადლობა გადაუხადა სტუმარს იაპონიის კვლევით დაწესებულებეში ქართველ დოქტორანტთა ვიზიტის ორგანიზებისა და კონსულტანტობითვის.

ტოშიკი უსუიმ და იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებმა საქართველო იაპონიას შორის კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის კონკრეტული პროექტები გააცნეს დამსწრეებს.   

ტოშიკი უსუი (Toshiki Usui) ტოკიოს სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა ავსტრიის ქალაქ ზალცბურგის მოცარტეუმში, დაასრულა დოქტორანტურა და მიენიჭა აკადემიური ხარისხი (D.M.A.). არის გაკუენის უნივერსიტეტის პროფესორი (იაპონია); Yokohama Sinfonietta-ს გენერალური მენეჯერი, იაპონია-ჰონკონგის მუსიკოსთა ალიანსი (ჰონკონგი) თავმჯდომარე, ONPU ფესტივალის მუსიკალური დირექტორი, ,,Classic for Japan “- მრჩეველი. უსუი ტოშიკი იტალიაში კანტუს საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსისა და ვიოტის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია. მუსიკის საშუალებით საერთაშორისო ურთიერთობათა პოპულარიზაციისთვის მინიჭებული აქვს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესტიჟული ჯილდო. ტოშიკი აქტიურად თანამშრომლობს ქართველ დოქტორანტებთან ქვეყნის კულტურული პოლიტიკისა და სოციალური იდენტურობის ურთიერთკავშირის საკითხებზე. იგი არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მართვის პრობლემა (იაპონია საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივები)“ - კონსულტანტი (დოქტორანტი ანა ცაცანაშვილი). უსუი ტოშიკი მუსიკალური აქტივობებით მხარს უჭერს კეთილგანწყობილ ინიციატივებს.

ტოშიკი უსუიმ სამუზეუმო ექსპონანტზე (პიანინო) შეასრულა ვაჟა აზარაშვილი ნაწარმოებები. ქართული კულტურისა და მეცნიერების სახელით უსუი ტოშიკის მუზეუმის დირექტორმა ბაია ამაშულემა და სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის საბჭოს თავმჯდომარემ - თამაზ მარსაგიშვილმა გადასცეს საპატიო სიგელები საქართველო-იაპონიის დარგთაშორისი კვლევების განვითარების მხარდაჭერის, ორ ქვეყანას შორის მშვიდობიანი ინიციატივებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისათვის.

ღონისძიების ორგანიზატორები: სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტი; საქართველოს „სმირნოვების“ მუზეუმი; სასწავლო კვლევითი სამეცნიერო ცენტრი.