24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

Polytech Montpellier - საინჟინრო საზაფხულო სკოლა ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის FLOW

12/16/2022


ინფორმაცია მონპელიეს ფრანგული საინჟინრო კოლეჯის (Polytech Montpellier) საინჟინრო საზაფხულო სკოლის შესახებ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=21219


მონპელიეს ფრანგული საინჟინრო კოლეჯი (Polytech Montpellier) (მონპელიე, საფრანგეთი) აცხადებს საინჟინრო საზაფხულო სკოლას ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის - FLOW.

საზაფხულო სკოლის პერიოდია 2023 წლის 22 მაისი - 16 ივნისი.

სწავლება ინგლისურ ენაზე წარიმართება.
სასწავლო კურსი 6 ECTS კრედიტიანია და კურსში მონაწილეობა შეუძლია 10-15 სტუდენტს.

საზაფხულო სკლის გადასახადია 3600 ევრო, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის - 1800 ევრო. გადასახადი ფარავს ისეთ ხარჯებს, როგორიცაა აკომოდაცია და კვება (ოჯახში), ტრანსფერი და ადგილობრივი ტრანსპორტი; სამეცნიერო ლექციები და აქტივობები (64 საათი, 4 ECTS) და კროს-დისციპლინური პროექტი მდგრადობასთან დაკავშირებით (12 საათი, 1 ECTS) / ფრანგული ენის შემსწავლელი კურსები და სოციალურ-კულტურული აქცტივობები (24 საათი, 1 ECTS).

4-კვირიანი საზაფხულო სკოლის სასწავლო კურსის თემატიკა უკავშირდება მნიშვნელოვან სამეწარმეო გამოწვევებს საფრანგეთში, სამი ძირითად სამეცნიერო მიმართულებით:
  • სურსათი, ღვინო და წყალი (Track FEAT),
  • მდგრადი ენერგია და მასალები (Track SEM)
  • მონაცემები და ინფორმაციის დამუშავება (Track DIP)
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

კონტაქტისთვის:
ქალბატონი დომინიკ ლუეტი (Dominique Louette)
აკადემიური გაცვლების ხელმძღვანელი
Erasmus ინსტიტუციური კოორდინატორი
აგრო მონპელიეს ინსტიტუტი (ყოფილი Montpellier SupAgro ინსტიტუტი)

ელ.ფოსტა: polytech-flow@umontpellier.fr


პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge