24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა საჯარო ტრენინგ-მასტერკლასი

12/12/2022


სტუ-ის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის / The Faculty Of Business Technologies მხარდაჭერით და ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობით 9 დეკემბერს გაიმართა საჯარო ტრენინგ-მასტერკლასი: „რა ? სად ? როგორ ? მოვიძიო და ჩავერთო საერთაშორისო პროექტებში, პროგრამებში ?“

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა ფაკულტეტის დეკანი და მათ წარმატებული სტუდენტური წლები უსურვა.

მომხსენებლები: სტუ-ს საჯარო მმართველობის დოქტორი, ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტის წარმომადგენელი, Erasmus+ ალუმნი გიორგი აგირბაია, რომელსაც 9 წლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო პროექტების განხორციელების კუთხით.

ეთო გლურჯიძე, პროექტის კოორდინატორი : Georgian Foundation for Strategic and International Studies (GFSIS), რომელიც სწავლობდა ჩინეთში 1 სემესტრი და 1 წელი ესტონეთის დიპლომატიის სკოლაში სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებით.

შეხვედრის ფარგლებში მომხსენებლებმა სტუდენტებთან ერთად განიხილეს საერთაშორისო პროგრამების, პროექტების როლი პიროვნული ზრდასა და კარიერული წარმატებისთვის.

ისეთი საკითხები, რომელიც შეეხებოდა სტუდენტობის წლებში დროის მართვას და პრიორიტეტების დასახვას. ასევე გაუზიარეს პირადი გამოცდილება იმ საერთაშორისო პროექტების, პროგრამების შესახებ, რომელიც მათ დაეხმარებათ კარიერულ განვითარებაში სტუდენტობის წლებში.

სტუდენტები ასევე გაეცვნენ ახალგაზრდა ლიდერების საერთაშორისო ქსელების სხვადასხვა პლატფორმებს და ჩართვის შესაძლებლობებს. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია.

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობით 2023 წელსაც აუცილებლად გააგრძელებს მსგავსი ფორმატის შეხვედრებს. #სტუ #სტუ100