24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

სემინარი „საინფორმაციო ტექნოლოგიები მეცნიერებაში“

12/08/2022



2022 წლის 24 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით ელ-სამეცნიერო ბაზების რესურსების შესახებ სტუდენტების ინფორმირების ამაღლების ხელშეწყობისა და გამოყენების წახალისების მიზნით უნივერსიტეტის დაფინანსებით, ჩატარდა ხუთდღიანი სემინარი „საინფორმაციო ტექნოლოგიები მეცნიერებაში“, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

•             ელექტრონული საინფორმაციო მონაცემთა ბაზები

•             ელექტრონული სამეცნიერო პუბლიკაციების რაობა და სახეები

•             მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ძიების მეთოდები

•             სამეცნიერო იდენტიფიკატორების სახეები: ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი (DOI)

•             გამოყენებული ლიტერატურის გაფორმების ელექტრონული მეთოდები (ბიბლიოგრაფიული მენეჯერები)

•             ბიბლიოგრაფიული მონაცემთა ბაზების რაობა და სახეები, ციტირების ინდექსის დათვლისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფები

•             ციტირების ინდექსისა და საერთაშორისო სივრცეში მკვლევარის ცნობადობის გაუმჯობესების მეთოდები და საშუალებები

•             მკვლევარის სამეცნიერო პროფილის (ავტორის იდენტიფიკატორი) სახეები და შექმნა;

•             სამეცნიერო ნაშრომის საქართველოს ან საზღვარგარეთის ჟურნალებში გამოქვეყნებისათვის საჭირო გზები და საშუალებები

აღნიშნულ სემინარს ესწრებოდნენ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მაგისტრანტები, დოქტორანტები და აკადემიური და მოწვეული პერსონალი. კურსის გავლის შემდეგ თითოეულ პროფესორს და სტუდენტს გადაეცა სერთიფიკატი.