24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო კონკურსი

12/06/2022


ინფორმაცია სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო კონკურსის შესახებ „შავი ზღვის მეცნიერება 2023“

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=21110

ოდესის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Odesa National University of Technology) (ოდესა, უკრაინა) უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს იწვევს მონაწილეობის მისაღებად სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო კონკურსში „შავი ზღვის მეცნიერება 2023“, რომელიც ტარდება შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელისა (Black Sea Universities Network) და ISEKI-Food ასოციაციის ეგიდით.

პირველ ეტაპზე საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 1 თებერვალი.

კონკურსის სამეცნიერო მიმართულებებია:

· სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგიები;

· ეკონომიკა და ადმინისტრირება;

· საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავტომატიკა და რობოტექნიკა;

· ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა;

· ეკოლოგია და გარემოს დაცვა;

· ტურიზმი, სასტუმრო და რესტორნის ბიზნესი.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა და საუკეთესო ნამუშევრები გამოქვეყნდება.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.


პატივისცემით,

--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge