24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

12/05/2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორების რუსუდან ქუთათელაძის და ნინო ფაილოძის მივლინების ანგარიში

           

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორებმა, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ასოცირებულმა წევრებმა რუსუდან ქუთათელაძემ და ნინო ფაილოძემ მონაწილეობა მიიღეს 2022 წლის 18-21 ნოემბერს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში გამართულ ბუღალტერთა 21-ე მსოფლიო კონგრესზე (WCOA 2022). საქართველოს დელეგაციაში იყო  საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფ) ნამდვილი წევრი, ,,ბაფ"-ის გამგეობის თავჯდომარე რუსუდან ჟორჟოლიანი და წევრებთან ურთიერთობის მენეჯერი ნიქაბაძე თამარი.

            კონგრესი  მიმდინარეობდა 4 დღის განმავლობაში, რომლის ძირითადი თემები იყო: ნდობის განმტკიცება, მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა; ბუღალტერის პროფესიის როლი მდგრადობის უზრუნველყოფაში; გლობალური თანამშრომლობა ინკლუზიური ზრდისთვის; ციფრული ტექნოლოგიების მზარდი მნიშვნელობა; გლობალური ტენდენციები ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის, კორპორაციული მმართველობისა და გადასახადების სფეროში; ინოვაციები და სტარტაპები; მომავლის პროფესია; სახელმწიფო ფინანსების მართვის გაძლიერება.

ბუღალტერთა 21-ე მსოფლიო კონგრესს ინდოეთის დიპლომირებულ ბუღალტერთა ინსტიტუტი ICAI მასპინძლობდა Jio World Centre-ში ჰიბრიდულ რეჟიმში.

მსოფლიოში უდიდესმა ლიდერებმა ფინანსების, საჯარო პოლიტიკის, საბუღალტრო და ბიზნესის მართვის სფეროებიდან გაუზიარეს თავიანთი ხედვები დელეგატებს სხვადასხვა თემებზე, კერძოდ: გლობალური პრაქტიკისა და სამომავლო ტენდენციების შესახებ ცოდნა პროფესიის განვითარებასთან დაკავშირებით; როგორ ცვლიან ბუღალტერიისა და ფინანსების პროფესიონალები სამყაროს უკეთესობისკენ; უკეთესი სამუშაო სამყაროსთვის მართვის ახალი პარადიგმა; საუკეთესო პრაქტიკა ტენდენციების შემქმნელებისაგან ხვალინდელი დღის გამოწვევების შესახებ.

კონგრესის მუშაობის პროცესში ხდებოდა შეხვედრები როგორც ადგილობრივ, ისე სხვა ქვეყნების პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან, რაც ხელს უწყობდა პროფესიის მხარდამჭერთა საუკეთესო პრაქტიკის გაფართოებას.

გვქონდა შეხვედრები კონგრესის მასპინძელი ორგანიზაციის - ICAI (ინდოეთის დიპლომირებული ბუღალტერთა ინსტიტუტი) საბჭოს წევრებთან და პრეზიდენტთან ბატონ დებაშის მიტრასთან, სადაც IFAC-ის წევრი ორი ორგანიზაციის ბაფსა და ICAI-ს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარების პერსპექტივებზე იყო საუბარი.

21-ე  მსოფლიო კონგრესზე  ანგარიშით წარსდგა IFAC-ის ყოფილი პრეზიდენტი ბატონი ალან ჯონსონი. დასახელდა IFAC-ის ახალი პრეზიდენტი ქალბატონი ასმაა რესმოუკი, რომელიც მიესალმა კონგრესის მონაწილე დელეგატებს.

კონგრესში მონაწილეობა, ეს იყო უნიკალურ გამოცდილება ყველა დელეგატისათვის, რომელთაც მიეცათ შესაძლებლობა დაკავშირებოდნენ პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან და განეხილათ პროფესიის აქტუალური საკითხები.