11/30/2022
ინფორმაცია გაცვლითი პროგრამის შესახებ მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში, 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის:
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=21032
მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯი
(University College of Enterprise and Administration - WSPA) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14.12.2022.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 16 დეკემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 20 დეკემბრამდე.
ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ.
ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხილეთ
აქ.
სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.
შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).
ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში. ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს. პრიორიტეულია კომპიუტერული მეცნიერებების, მენეჯმენტის, ბიზნესის მიმართულებები.
პატივისცემით,
--
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34
https://gtu.ge/Suss/
www.gtu.ge
International Relations Department
Georgian Technical University
Tel / Fax: (+995 32) 237 54 34
https://gtu.ge/Suss/
www.gtu.ge