24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

11/30/2022


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ნათია შენგელიას მივლინება

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია შენგელია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, Erasmus+ Credit Mobility საერთაშორისო მობილობის პროექტის 2022-წლის 19 სექტემბრის კონკურსის შედეგად, მიწვეულ იქნა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Lublin University of Technology-LUT) (პოლონეთი) საერთაშორისო აკადემიურ კვირეულში მონაწილეობის მისაღებად 2022/2023 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში (17.10.2022-21.10.2022).

საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ნათია შენგელიამ წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, 100 წლის იუბილეს ღონისძიებებთან დაკავშირებით, ასევე მისი სამეცნიერო მიღწევების, ბიზნესის სფეროში საერთაშორისო და ინოვაციური კვლევების შესახებ.   

გარდა ამისა, ნათია შენგელია შეხვდა ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორატის, ასევე მენეჯმენტის ფაკულტეტის წარმომადგენლებს და დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელება. ნათია შენგელიამ ჩაატარა ასევე ლექცია და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა დაგეგმილ საერთაშორისო ვორკშოპებში.

აღნიშნული Erasmus+ პროექტის ფარგლებში გაზიარებული იქნა პოლონეთის, იტალიის და სხვა უნივერსიტეტებში არსებული პრაქტიკა და გამოცდილება სწავლების მეთოდების, საგანმანათლებლო თამაშების (Edu Games) ინტეგრირების და სხვა სიახლეების შესახებ.