24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

შეხვედრა - CIF-ის საგრანტო კონკურსი

11/26/2022

მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის - საქართველო I2Q“ (შემდგომ - I2Q პროექტი) ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანი ინიციატივების საგრანტო დაფინანსებისათვის კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF) შეიქმნა. CIF-ის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა აკადემიური და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინოვაციური პროექტების განხორციელებაში.  

გაცნობებთ, რომ პირველი საგრანტო კონკურსი გამოცხადდება 2022 წლის ნოემბრის ბოლოს. საგრანტო კონკურსის ფარგლებში შედგება რამდენიმე საინფორმაციო-საკონსულტაციო შინაარსის შეხვედრა. ერთ-ერთი მათგანი დაგეგმილია 2022 წლის 30 ნოემბერს, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, დეტალურად გაეცნონ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო პროცედურებს, შესავსებ დოკუმენტაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ასევე, CIF-ის გუნდის წარმომადგენლები უპასუხებენ კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს. 

2022 წლის 30 ნოემბერს 14:00 - 17:00 სთ. ზემოთ აღნიშნული საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრა შედგება ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალება - “Microsoft Teams”-ის მეშვეობით, რაც საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული პირი დაესწროს შეხვედრას.  

გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელოთ თქვენი დაწესებულების შესაბამის ერთეულებში. 

შეხვედრაზე დასწრების მსურველებს რეგისტრაციის გავლა 2022 წლის 29 ნოემბრის 12:00 საათამდე შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: https://forms.office.com/r/uYEead7mgm. დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ შეხვედრის ბმული, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ შეხვედრაზე დასწრებას.  

დამატებითი შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: cif@iiq.gov.ge.  

გისურვებთ წარმატებებს ! 


--

Technology Transfer & Grants Office
Georgian Technical University

0171, Georgia, Tbilisi, Kostava str. 77 
Phone:  (+995) 577416867;
Email: grantsoffice@gtu.ge

--
ტექნოლოგიების ტრანსფერისა და საგრანტო პროექტების ოფისი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

0171, საქართველო, თბილისი, კოსტავას  77 
Phone:  (+995) 577416867;
Email: grantsoffice@gtu.ge