24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორების მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში

11/11/2022


სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორების მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში (თურქეთი, სტამბოლი)

 

2022 წლის 21-22 ოქტომბერს თურქეთში, ქ. სტამბოლში ფენერბაჰჩეს უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა სოციალური მეცნიერებების, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და განათლების მეორე საერთაშორისო კონფერენცია.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორებმა გუგული ყურაშვილმა და მედეა ჭელიძემ (მოხსენება „უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“), ასოცირებულმა პროფესორებმა ნატალია ჭანტურიამ და ბელა გოდერძიშვილმა, დოქტორანტმა გოგა გელიტაშვილმა (მოხსენება „საქართველოს ახალგაზრდობის სამეწარმეო პოტენციალის ფორმირების განმსაზღვრელი პარადიგმები“).

კონფერენციას ესწრებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები და პრაქტიკოსები. მონაწილეებს შორის გაიმართა საინტერესო დისკუსიები, გამოიკვეთა სამომავლო აქტივობებში ერთობლივი მონაწილეობის და თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები.

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია კონფერენციის შრომების კრებულის გამოცემა.