11/10/2022
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA),
„ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში აცხადებს განაცხადების მიღებას. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს. კონკურსის შედეგად შეირჩევა კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ტექნოლოგიები/ინოვაციები. შეფასებისთვის მიღებული პროექტების დეტალურ შესწავლას განახორციელებენ კვალიფიციური და შესაბამისი გამოცდილების მქონე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები.
- პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, აგრეთვე განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ
ბმულზე
-
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი
პროგრამასთან დაკავშირებით
ოთხშაბათს, 16 ნოემბერს, 15:00 საათზე სტუ-ს ბიბლიოთეკის დარბაზში GITA-ს წარმომადგენელი ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას. საინფორმაციო შეხვედრის მიზანია ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის მოკლე პრეზენტაცია და ინფორმაციის მიწოდება მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრის ხანგრძლივობაა 1 საათი.
პროგრამა შესაძლოა საინტერესო იყოს სტუ-ს იმ მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის, ვინც მუშაობს კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე გამოგონებაზე, რომელიც გამოცდილია ლაბორატორიულ პირობებში
(TRL4)
ღონისძიებაზე დასასწრებად სავალდებულია რეგისტრაცია:
https://forms.gle/8ef4h9FG8vbZdb1n7
გისურვებთ წარმატებებს!
--
ტექნოლოგიების ტრანსფერისა და საგრანტო პროექტების ოფისი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
0171, საქართველო, თბილისი, კოსტავას 77
Phone: (+995) 577416867;
Email:
grantsoffice@gtu.ge
--
Technology Transfer & Grants Office
Georgian Technical University
0171, Georgia, Tbilisi, Kostava str. 77
Phone: (+995) 577416867;
Email:
grantsoffice@gtu.ge