24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია ,,უსაფრთხოების სამართლებრივი ასპექტები"

11/08/2022


2022 წლის 5 ნოემბერს უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის (უსმა/USMA) და ტექნიკური უნივერსიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია ,,უსაფრთხოების სამართლებრივი ასპექტები", რომელიც მიეძღვნა ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავს.

კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ასოციაციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, ადგილობრივი თვითმმართველობის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა შოთა დოღონაძემ.

გაიმართა ასოციაციის პრეზიდენტის, მეცნიერებათა დოქტორის ბესიკ ობოლაძის წიგნის პრეზენტაცია. სიტყვით გამოვიდნენ კონფერენციის მონაწილენი. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძე..

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატმა მაყვალა გონაშვილმა.

ღონისძიება გაიმართა ა(ა)იპ-ი ,,უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის“ (უსმა/USMA) პროექტის -„მეცნიერება მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის“, ფარგლებში.

კონფერენციაზე ასოციაციის საპატიო პრიზები და სიგელები გადაეცათ ავტორებს უსაფრთხოების სფეროში დოკუმენტურ პროზაში შეტანილი წვლილისათვის.