24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლოძის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

11/04/2022


ინფორმაცია გაცვლითი პროგრამის შესახებ ლოძის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის: 

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=20817


ლოძის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lodz University of Technology – TUL) (ლოძი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.11.2022.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 15 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 16 ნოემბრამდე.

სასწავლო კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია საერთაშორისო სტუდენტებისთვის იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში. ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ლოძის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: 
ბაკალავრიატი - ბიოსამედიცინო ინჟინერია და ტექნოლოგიები; ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; კომპიუტერული მეცნიერებები; ბიზნესი; მათემატიკა; მონაცემთა ბაზები, მონაცემთა ანალიზი.
მაგისტრატურა - ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; ენერგეტიკული სისტემები და მშენებლობა; ადამიანისა და კომპიუტერის ინტერაქცია; მანქანათმშენებლობა; ბიზნესი; ოპერაციათა მენეჯმენტი.
დოქტორანტურა - არქიტექტურა და ურბანული დაგეგმარება; ფიზიკა; მათემატიკა; კვების ტექნოლოგია; ინჟინერია; ელექტროინჟინერია; ავტომატიკა; მშენებლობა; ტრანსპორტი; მენეჯმენტი; ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; ქიმია).

აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.11.2022.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 15 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 16 ნოემბრამდე.

ERASMUS+ მობილობაში მონაწილე თანამშრომლებისთვის მიმღები უნივერსიტეტის შესახებ სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში. ასევე, უპირატესობა მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

პერსონალის მობილობა განხორციელდება ლოძის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში, მიმღებ ფაკულტეტთან შეთანხმების მიხედვით (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ლოძის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ინჟინერია, ტექნოლოგიები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, არქიტექტურა და ურბანული დაგეგმარება, კომპიუტერული მეცნიერებები, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მონაცემთა ბაზები, ენერგეტიკა, მშენებლობა, მანქანათმშენებლობა, ბიზნესი და სხვ.).


პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge