24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

11/01/2022


სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორების მონაწილეობა

პარტნიორი უნივერსიტეტის კონფერენციაში

 

2022 წლის 30 სექტემბერს - 1 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა ფაკულტეტის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტიდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ, პროფესორმა მედეა ჭელიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა მზევინარ ნოზაძემ (ნაშრომი „კომერციული ბანკის ეკონომიკური უსაფრთხოება თანამედროვე პირობებში“), აგრეთვე პროფესორებმა რატი ბურდიაშვილმა და გიორგი ცაავამ (ნაშრომი „გლობალური ინოვაციური ინდექსის სტრუქტურა, ქვეყნიური კლასიფიცირება და ინოვაციების კომერციალიზაციის ინდექსის დონის შეფასების გაანგარიშების მეთოდიკა“).

კონფერენცია და საიუბილეო კვირეული გახსნეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა და ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა შონიამ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, პარტნიორი ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სახელით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს იუბილე მიულოცეს ფაკულტეტის პროფესორმა, სტუ სენატის წევრმა მედეა ჭელიძემ და ასისტენტ პროფესორმა გოჩა აბუთიძემ.