24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

11/01/2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორების გუგული ყურაშვილის და მედეა ჭელიძის

მივლინების ანგარიში

                                                                                    

მოგახსენებთ, რომ 2022 წლის 5 - 7 ოქტომბერს მიწვეული ვიყავით უმაღლესი დონის შეხვედრაზე - მინისტრთა კონფერენციაზე „გარემოსდაცვა ევროპისთვის“, რომელიც ჩატარდა ნიქოზიაში (კვიპროსი).

მინისტერიალი წარმოადგენს უმაღლესი დონის უნიკალურ პლატფორმას გარემოსდაცვითი, განათლების და მდგრადი განვითარების საკითხებზე დიალოგისთვის. მასში მონაწილეობენ გაეროს წევრი ქვეყნების განათლების და გარემოს დაცვის მინისტრები, ევროპის ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელი პირები, გაეროს წარმომადგენლები, სხვა მაღალი რანგის პირები. კონფერენცია გახსნა კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადესმა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მინისტერიალი გაიმართა საქართველოში (ბათუმში), რომლის ფარგლებშიც მიღებული გადაწყვეტილებების მაღალ მნიშვნელობას არაერთხელ გაესვა ხაზი მინისტერიალის მსვლელობისას.

კონფერენციის განმავლობაში ორგანიზებული იყო მაღალი დონის სეგმენტი - განათლება მდგრადი განვითარებისთვის, ევროპის ეკონომიკური კომისიის ESD სტრატეგიის - „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ და მისი ახალი 2021-2030 წლების ჩარჩო-დოკუმენტის განხილვის და დამტკიცების მიზნით. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სპეციალური მაღალი დონის ღონისძიება ხმელთაშუა ზღვის რეგიონის განათლებისა და გარემოს დაცვის მინისტრებისთვის, რომელიც ფოკუსირებული იყო ESD-ს („განათლება მდგრადი განვითარებისთვის“) ხმელთაშუა ზღვის კომიტეტის სამოქმედო გეგმაზე 2030 წლამდე პერიოდისათვის.

ჩვენ, როგორც დელეგატებმა, მონაწილეობა მივიღეთ მინისტერიალის ფარგლებში გამართულ საჯარო დისკუსიებში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ განათლების და მდგრადი განვითარების საკითხებზე. მსგავს მაღალ დონეზე რეკომენდაციების შემუშავებაში და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა უნიკალური შესაძლებლობაა არსებულ არამდგრად გარემოში თანამშრომლობის საერთო მიმართულებების და აქტიური ქმედებების შესათანხმებლად, აგრეთვე კონკრეტული ინიციატივების და სამოქმედო პოლიტიკის შესამუშავებლად.

კონფერენციის დასასრულს მიღებულ იქნა მინისტერიალის გარემოსდაცვითი დეკლარაცია და განათლება მდგრადი განვითარებისთვის - ESD-ს შესახებ მინისტერიალის დეკლარაცია.

მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციის მსვლელობისას დელეგატებს და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს გავაცანით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მათ შორის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის შესახებ აქტუალური ინფორმაცია, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. აგრეთვე შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მზაობა ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილების თემატიკაზე საჯარო ლექციის ჩატარების შესახებ.

კონფერენციის დასასრულს, დელეგატებისთვის მოეწყო შემეცნებითი და ეკოლოგიური ტურები კვიპროსის კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციების და ღირსშესანიშნაობების გაცნობის მიზნით.

 პროფ. გუგული ყურაშვილი

  პროფ. მედეა ჭელიძე