24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა XVI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

10/31/2022


   ჩატარდა მე-16 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, ღია დიპლომატიის ასოციაციისა და სამეცნიერო ჟურნალის „ხელისუფლება და საზოგადოება (ისტორია, თეორია პრაქტიკა) თანამონაწილეობით გაიმართა რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენცია ,,ხელისუფლება და საზოგადოება“, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონფერენცია ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა. მის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან, უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა მეცნიერებებმაც.

მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს სტუ-ის რექტორის მოადგილემ პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა, გერმანიის ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა და ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა და მოწვეულმა პროფესორმა ვილჰელმ ჰაუზერმა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა შტეფან ჰუტერმა. მათ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

მრავალფეროვანი იყო კონფერენციის თემატიკა. მონაწილეებმა განიხილეს პრობლემები შემდეგ სფეროებში: საჯარო მმართველობა, ეკონომიკა, ბიზნესი, სამართალი, სახელმწიფო და რელიგია, კულტურა, ისტორია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა და სხვა.