10/27/2022
ინფორმაცია გაცვლითი პროგრამის შესახებ ზაარბრიუკენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=20751
ზაარბრიუკენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Hochschule für Technik und Wirtschaft des Saarlandes - htw saar) (ზაარბრიუკენი, გერმანია) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.11.2022.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 11 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 20 ნოემბრამდე.
დამატებითი ინფორმაცია ზაარბრიუკენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ
აქ.
სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.
უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ზაარბრიუკენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (დაფინანსების გარეშე). პრიორიტეტულია საინჟინრო სპეციალობები.
პატივისცემით,
--
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34
https://gtu.ge/Suss/
www.gtu.ge
International Relations Department
Georgian Technical University
Tel / Fax: (+995 32) 237 54 34
https://gtu.ge/Suss/
www.gtu.ge