24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო (CSC) პროგრამა პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტში

10/26/2022


ინფორმაცია ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო (CSC) პროგრამის შესახებ პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტში, 2023/24 სასწავლო წლისათვის

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=20748

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (Beijing Institute of Technology - BIT) (პეკინი, ჩინეთი) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს სთავაზობს ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო (CSC) პროგრამას 2023-2024 აკადემიური წლისთვის.

მონაწილეობის მსურველებმა ელქტრონულად უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები:
1. სააპლიკაციო ფორმა
2. პასპორტის ასლი (ჩინეთის ვიზით)
3. უმაღლესი განათლების დიპლომი ჩინურ ან ინგლისურ ენაზე (დამოწმებული)
4. ნიშნების ფურცელი ჩინურ ან ინგლისურ ენაზე (დამოწმებული)
5. CV
6. სასწავლო გეგმა
7. ორი რეკომენდაცია (პროფესორისგან ან ასოცირებული პროფესორისგან)
8. სარეკომენდაციო ფორმა საერთაშორისო სტუდენტებისთვის
9. ფიზიკური გამოცდის ჩანაწერი
10. უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (85 TOEFL, 6.0 IELTS ან BIT-ის მიერ აღიარებული სხვა სერტიფიკატი)
11. ცნობა ნასამართლეობის შესახებ
12. ფინანსური გარანტიის წერილი
13. დამატებითი დოკუმენტაცია (ჯილდოები, სერტიფიკატები)

CSC სტიპენდია მოიცავს სწავლის, დაზღვევისა და საცხოვრებლის ხარჯს. მგზავრობის თანხას სტიპენდია არ ფარავს. 

მონაწილეობის მსურველებმა ზემოაღნიშნული დოკუმენტები PDF ფორმატში უნდა გადააგზავნონ ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge, მიმდინარე წლის 15 დეკემბრის 18:00 საათამდე. 

ნომინირებული სტუდენტებისთვის სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის მოსაკრებელია 600 ჩინური იენი. ისა და სააპლიკაციო დოკუმენტაციის შესახებ, იხილეთ პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ვებგვერდზე.



პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge