24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი

08/21/2022


ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი

 2022 წლის 20 ივლისს, საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის თანაორგანიზებითა და ზაარლანდის აუდიტორული კომპანია “MHP”-ს თანადგომით ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი.

„ეკონომიკური დანაშაული ევროკავშირსა და საქართველოში“

სიმპოზიუმი გახსნეს აღნიშნული ფაკულტეტების დეკანებმა ქეთევან ქოქრაშვილმა, რუსუდან ქუთათელაძემ და ზაარლანდის აუდიტორული კომპანია “MHP”-ის ხელმძღვანელმა, სენატორმა მიჰაილ ჰარცმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის   აკადემიურ პერსონალთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გერმანელმა სტუმრებმა, დოქტორმა ვილჰემ ჰაუზერმა - ზაარლანდის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორმა, ზაარლანდის აუდიტორული კომპანია “MHP”-ის ხელმძღვანელმა და სენატორმა მიჰაილ ჰარცმა.

საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილე სხვა საინტერესო მომხსენებლებს შორის იყვნენ რამაზ ოთინაშვილი - ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, მოხსენებით - „ეკონომიკური დანაშაულის რისკები ბიზნესში“ და ლაშა ცომაია - საჯარო მმართველობის დოქტორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თემით - „ეკონომიკური დანაშაულის გამოძიების მნიშვნელოვანი ასპექტები“.

სიმპოზიუმი დასრულდა ნაყოფიერი დისკუსიით.