24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - ზამთრის სკოლა

10/22/2022


ინფორმაცია AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ სტუდენტებისთვის ორგანიზებული ზამთრის სკოლის შესახებ

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=20720
 


2022 წლის 8-18 დეკემბერს AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (AGH University of Science and Technology) (კრაკოვი, პოლონეთი) სტუდენტებს ეპატიჟება ზამთრის სკოლაში, რომელიც ტარდება აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული SPINAKER პროგრამის ფარგლებში.

ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოდან ტექნიკური უნივერსიტეტის სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს, ასევე, სტუდენტებს იაპონიის, ყაზახეთის, უზბეკეთის, სომხეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

ზამთრის სკოლის თემატიკაა მიმდინარე გამოწვევები საინჟინრო და გარემოსდაცვით მიმართულებებში.

სტიპენდიის ოდენობაა 5000 პოლონური ზლოტი (დაახლოებით 1000 ევრო), რომელიც ითვალისწინებს ავიაბილეთს, აკომოდაციას, კვებასა და დაზღვევას.

ზამთრის სკოლის ფორმატი ჰიბრიდულია.

მონაწილეობის მსურველებმა ელქტრონულად უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები:
• ბიომეტრიული პასპორტის ასლი
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ, სწავლების წლის/საფეხურის მითითებით
• EUROPASS CV (ინგლისურ ენაზე) 
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) 
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (თუ კანდიდატს მიღებული აქვს წინა განათლება ინგლისურენოვან პროგრამაზე, სერტიფიკატი/ცნობა აღარ მოითხოვება)
• ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე) 
• სარეკომენდაციო წერილი/წერილები (ინგლისურ ენაზე) 
• ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში) (ინგლისურ ენაზე) 
• დამატებითი ინფორმაცია კონკურსანტის შესახებ (კონფერენციებში, სპორტულ, თვითშემოქმედებით და სხვა სტუდენტურ ღონისძიებებში მონაწილეობა).

მონაწილეობის მსურველებმა ზემოაღნიშნული დოკუმენტები PDF ფორმატში უნდა გადააგზავნონ ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge, მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის 18:00 საათამდე.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს აკადემიური შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის მაღალი დონე (B2). განიხილება მხოლოდ შემდეგი მიმართულებები: გარემოსდაცვითი ინჟინერინგი, ეკონომიკა, ეკოლოგია, ენერგეტიკა, მენეჯმენტი, არქიტექტურა, სამშენებლო.

საჭიროების შემთხვევაში ინგლისურ ენაში შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება ჩატარდება 28 ოქტომბრამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ელ.ფოსტა: erasmusplus@gtu.ge


პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge