24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

კონკურსი დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორებისთვის

10/03/2022


ინფორმაცია კონკურსის შესახებ დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორებისთვის, თსუ-სა და ტეხასის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის  ფარგლებში 

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=20526


ცხადდება კონკურსი საქართველოში აკრედიტებული საჯარო კვლევითი უნივერსიტეტების დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორებისათვის (რომლებმაც სადოქტორო დისერტაცია დაიცვეს არაუადრეს 2018 წლის 1-ელი იანვრისა), თსუ-სა და ტეხასის უნივერსიტეტის (UT Dallas) ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ტრენინგის პროგრამა მიზნად ისახავს კვლევითი უნარებისა და პროფესიული კავშირების განვითარებას.  

სააპლიკაციო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 დეკემბრის 23:59 საათი. ინტერვიუ აპლიკანტებთან ჩატარდება 2023 წლის თებერვალში. შერჩეული აპლიკანტები დალასში გაემგზავრებიან 2023 წლის ივნისში.

აღნიშნული ოთხკვირიანი პროგრამა მოიცავს მგზავრობას თბილისიდან დალასში (ტეხასის შტატი, აშშ), რომელიც დაიწყება ორკვირიანი ინტენსიური ტრენინგით ინგლისურ ენაში, გაგრძელდება აკადემიური და საგრანტო განაცხადების წერის სწავლებით, დისერტაციის მომზადებით, აკადემიური საზოგადოების წინაშე წარდგენის სწავლებით და სხვ. გამგზავრებამდე ორი თვით ადრე, გამარჯვებული კანდიდატები სავალდებულოდ უნდა დაესწრონ ვირტუალურ საორიენტაციო სესიებს. პროგრამის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შერჩეული მონაწილეებისთვის ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ბილეთის ანაზღაურება, აკომოდაციით და კვებით უზრუნველყოფა, დალასში მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათის დაფინანსება და პერ-დიემის გამოყოფა.

პროგრამა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. 

დაინტერესების შემთხვევაში, დეტალები იხილეთ აქ.


პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge