24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

საჯარო ლექცია: "როგორ ვაქციოთ ინვესტირება გავლენად?"

09/20/2022


მოხარულები ვართ, მოგიწვიოთ კერძო კაპიტალის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, იტალიაში გავლენის საინვესტიციო ფონდების მმართველი კომპანიის Oltre Venture დამფუძნებელის ლუჩიანო ბალბოს საჯარო ლექციაზე თემაზე: "ინვესტირება გავლენისათვის - ევროპული გამოცდილება და ტენდენციები".

ღონისძიებას „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით,  29 სექტემბერს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, უმასპინძლებს.

ლუჩიანო სტუდენტებს გაუზიარებს იტალიაში გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების (Impact Investing) საკითხებზე თავის გამოცდილებას. საჯარო ლექციაზე განიხილება: გავლენაზე ორინტირებული ინვესტირების არსი (impact investing), რატომ ინვესტირება გავლენისათვის? გავლენის ფონდების საქმიანობა და მსხვილი ბიზნესის როლი მდგრადი დადებითი გავლენის შექმნაში და ა.შ.

ლუჩიანო ბალბოს ბიოგრაფია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

ლექცია იმართება პროექტის "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკომისიისა და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაციის (EVPA) ხელშეწყობით.

გთხოვთ, თქვენს მხარდაჭერას, სტუდენტებთან ინფორმაციის გავრცელებაში. დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 27 სექტემბრის ჩათვლით  ბმულზე.  


დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში, გთხოვთ შეეხმიანოთ CSRDG-ს წარმომადგენელს ქრისტინე კანდელაკს - kristine.kandelaki@csrdg.ge / 555 500 057

პატივისცემით,

მარიამ მჭედლიშვილი

Mariam Mtchedlishvili



საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

Center for Strategic Research and Development of Georgia

Address : საქართველო, თბილისი, იოველ ჯებაშვილის I გასასვლელი #5,0177

          #5 Iovel Jebashvili I exit, 0177, Tbilisi, Georgia.

Phone   : +(995)32-239-90-19; +(995)32-239-90-18; 

Mobile  : +(995)555-19-13-63; 

Mail    : mariam.mtchedlishvili.2@gmail.com

Web     : www.csrdg.ge

          www.momxmarebeli.ge www.cdrc.ge

          www.segeorgia.org  www.csrgeorgia.com

          www.meliora.ge www.asocireba.ge 

          csrblog.ge probonogeorgia.ge


Luciano Balbo