24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მობილობის პროექტი

09/16/2022


გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის საქართველოს რეგიონული ოფისი
(DAAD) 2022 წლის 16 სექტემბერს 16:00 საათზე გიწვევთ ევროკავშირის მიერ
დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის“ ფარგლებში
გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრაზე.

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი ბმული:

https://daad-veranstaltung.webex.com/daad-veranstaltung/j.php?MTID=m7faee772f9ff9500a705185fc65dac41

შეხვედრის კოდი:  2744 434 6862
პაროლი: 3Sq7QSB5qW4

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ
გვერდზე:

https://georgias-researchers-mobility-programme.webflow.io/announcement

საკონსულტაციო შეხვედრაზე გაეცნობით საგრანტო კონკურსის პირობებს, რომელიც
ითვალისწინებს საქართველოს მკვლევართა 3 თვიანი კვლევითი ვიზიტის 15 000
ევროთი დაფინანსებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მეცნიერების,
ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის და
საერთაშორისო კავშირების დამყარების ხელშეწყობის მიზნით.
შეხვედრის ფარგლებში სამიზნე აუდიტორიას მიეწოდება ინფორმაცია შემდეგ
საკითხებზე:

•       მობილობის საგრანტო კონკურსის აღწერა, მისი მიზნები და ამოცანები;
•       სამიზნე აუდიტორია და საკონკურსო პირობები;
•       სააპლიკაციო დოკუმენტაცია და განაცხადების მიღების პროცედურა.