24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა Junia ISA Lille უნივერსიტეტში

09/12/2022

ინფორმაცია ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში Junia ISA Lille უნივერსიტეტში დაგეგმილი საერთაშორისო კვირეულის შესახებ თანამშრომლებისთვის

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=20369


ISA Lille უნივერსიტეტი (Junia ISA Lille) (ლილი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო კვირეულს თანამშრომლებისთვის, რომელიც გაიმართება 2022 წლის 24-28 ოქტომბერს - Erasmus+ ICM Staff Week.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 19.09.2022.
საჭიროების შემთხვევაში, შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 21 სექტემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 23 სექტემბრამდე.

ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ითვალისწინებს ISA Lille უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, 2022 წლის 24-28 ოქტომბერს დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობას.

კანდიდატის საბოლოო შერჩევას უხელმძღვანელებს კოორდინატორი უნივერსიტეტი.

საერთაშორისო კვირეულში გათვალისწინებულია აგრარული მიმართულების ფაკულტეტის მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული ადმინისტრაციული პერსონალის მონაწილეობა და უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია აგრარული მიმართულების 1 თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ISA Lille უნივერსიტეტში.


პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge