24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში

09/07/2022


ინფორმაცია ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებისათვის

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=20345

ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტი (სტამბოლი, თურქეთი) (Yildiz Technical University – YTU) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებისთვის (I ან II  სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 5.11.2022.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 10 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 16 ნოემბრამდე.

ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში. აკადემიური პერსონალისთვის პრიორიტეტულია შემდეგი სპეციალობები: ბიზნესადმინისტრირება, ბიოსამედიცინო ინჟინერია; ადმინისტრაციული პერსონალისთვის - განსაზღვრულია საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლის მობილობა, რომლის საქმიანობა უშუალოდ Erasmus+ გაცვლითი პროექტების განხორციელებას უკავშირდება და ვალდებული იქნება, მონაწილეობა მიიღოს კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ადმინისტრაციული პერსონალის ტრეინინგის საერთაშორისო კვირეულში).


პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge