24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

სადოქტორო სტიპენდიები ტუშის უნივერსიტეტში

08/02/2022


ინფორმაცია იტალიის ტუშის უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდიების შესახებ:  https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=20166


ტუშის უნივერსიტეტი (Università degli Studi della Tuscia - UNITUS) (ვიტერბო, იტალია) აცხადებს კონკურსს სადოქტორო სტიპენდიის მოსაპოვებლად.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, შეიტანონ სააპლიკაციო განაცხადი მოცემული პროგრამებიდან ერთ-ერთზე:

• ევროპული და გლობალური ბაზრების კანონი. კრიზისი, უფლებები, რეგულაცია
• ეკოლოგია და გარემოსდაცვითი რესურსების მდგრადი მართვა
• ეკონომიკა, მენეჯმენტი და გამოთვლითი მეთოდები
• ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ინჟინერინგი
• მემცენარეობა და მეცხოველეობა
• ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა
• მეცნიერება, ტექნოლოგია და ბიოტექნოლოგია
• ახალი პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია პოლიტიკურ მეცნიერებებზე

სწავლა ზემოაღნიშნულ სასწავლო პროგრამებზე დაიწყება 2022 წლის ნოემბერში და თითოეული მათგანი სამწლიანია.

საკონკურსოდ განსაზღვრულია 80 თავისუფალი ადგილი. 

შერჩეული სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან მაღალკვალიფიციურ კვლევით დაწესებულებებში.

დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სააპლიკაციო განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2022 წლის 26 აგვისტო.

პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge