24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა სამეცნიერო სპარინგი: “ევროპის გზაჯვარედინი”

07/25/2022


სამეცნიერო სპარინგი: “ევროპის გზაჯვარედინი”

2022 წლის 21 ივლისს სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის (RIPA) ორგანიზებითა და სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის პარტნიორობით, ბეთანიაში (ღია სივრცეში) გაიმართა სამეცნიერო სპარინგი დოქტორანტებისთვის - „ევროპის გზაჯვარედინი“.

მონაწილეობდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისა და საქართველოს რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების (თელავი, ბათუმი) საბუნებისმეტყველო მიმართულების „დოქტორანტთა ქსელის“ მონაწილე სტუდენტები.

სამეცნიერო სპარინგის მოდერატორი - პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი, სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის დირექტორი.

საქართველოს დოქტორანტების სპარინგ-პარტნიორები იყვნენ პროფესორი ვილი ჰაუზერი (გერმანია საარის უნივერსიტეტი); დოქტორი მიხაელ ჰარცი - MHP ანალიტიკური ოფისის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი.

სამუშაო ება: ქართულ-გერმანული.

სპარინგის მონაწილეებმა მოისმინეს ვილი ჰაუზერის მასტერკლასი გაყიდვებში ლოჯისტიკური სერვისის ასპექტების მნიშვნელობის შესახებ, გაეცვნენ მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტს, მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდის საშუალებებს და მათი ოპტიმიზაციის შესაძლებლობებს. თანამედროვე ეტაპზე მხოლოდ ის კომპანიები ღებულობენ უპირატესობას კონკურენტულ და გაჯერებულ ბაზრებზე, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ გამორჩეულ ლოჯისტიკურ სერვისს. სტუდენტებმა სპარინგ-პარტნიორთან ერთად ივარჯიშეს სხვადასხვა სისტემებში და სხვადასხვა კონტექსტში მიღებული ინფორმაციის შემოქმედებითად გამოყენების მაგალითების იმიტაციაზე.

მიხაელ ჰარცმა იდეების გაცვლის, ცნობისმოყვარეობის, გუნდური მუშაობის გარემოში სამეცნიერო ცოდნისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების პირადი მაგალითები გააცნო სტუდენტებს და წარმატებული საქმიანობის გამოცდილება გაუზიარა მათ.

ღონისძიების დასასრულს სპარინგ-პარტნიორებმა „ევროპის გზაჯვარედინზე“ სამეზობლო პოლიტიკის მუდმივი განვითარების აღსანიშნავად   სიმბოლურად ფიჭვის ნერგი დარგეს.