24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

07/01/2022


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ნათია შენგელიას მივლინება

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია შენგელია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, Erasmus+ Credit Mobility საერთაშორისო მობილობის პროექტის 2022-წლის 6 მაისის კონკურსის შედეგად, მიწვეულ იქნა სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტში (Istanbul Bilgi University (თურქეთი)) 2021/2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში (13.06.2022-17.06.2022) აკადემიური საქმიანობის განსახორციელებლად.

პროექტის ფარგლებში ნათია შენგელიამ ბილგის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე წაიკითხა ლექციები „ფინანსური ანგარიშგებისა და ანალიზის, ფინანსური მენეჯმენტის, აუდიტისა და გადასახადების“ აქტუალურ საკითხებზე, ციფრულიზაციის ზეგავლენაზე.

ბილგის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებთან ერთად დაიგეგმა მომავალ სემესტრში ერთობლივი ონლაინ ვორკშოფის ჩატარება ორივე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ასევე ერთობლივ სამეცნიერო პუბლიკაციებზე, გრანტებზე მუშაობა.  

გარდა ამისა აღნიშნული Erasmus+ პროექტის ფარგლებში გაზიარებული იქნა ბილგის უნივერსიტეტში არსებული საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება ადგილობრივი და საერთაშორისო ონლაინ პროგრამების მომზადების შესახებ, მათ შორის ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტთან პარტნიორობით.