24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ესპანეთში

06/29/2022


Erasmus+ მოკლევადიან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 5-13 ივნისს,  ვიმყოფებოდი ესპანეთის ქ. მოლინაში, სადაც წარმოდგენილი იყო 8 ქვეყანა: უკრაინა,  პოლონეთი, საქართველო, თურქეთი, ლატვია, დანია, ესპანეთი და სასომხეთი. პროექტის ფარგლებში შემოგვთავაზეს ბევრი საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა. დავიყავით ოთხ ჯგუფად: Huhsogton, Poagbill, Advudbig, Gelheim. ჩვენს შორის იმართებოდა საინტერესო კონკურსები და გამარჯვებული გუნდი ღებულობდა სიმბოლურ ჯილდოებს. ორგანიზატორები გვიქმნიდნენ მუდმივ ბარიერებს, რისი გადალახვაც  დაგვეხმარება ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში. ჩემი გუნდი „Gelheim“ ხშირად იმარჯვებდა. ასევე გავდიოდით ბუნებაში და მონაწილეობას ვიღებდით შემეცნებით ინტერაქტივებში.

ერთ დღეს თითოეულმა ქვეყანამ წარმოადგინა პრეზენტაცია თავის სამშობლოზე და მის კულტურაზე. მე წარვადგინე ჩემი ქვეყანა და მშობლიური უნივესტიტეტი, როგორც დიდი ტრადიციების მქონე სასწავლებელი.

ბოლო დღეს დაგვათვალიერებინეს ქ. მალაგას ღირსშესანიშნეობები. მე ბევრი რამ შევიძინე აღნიშნული გაცვლითი პროგრამით. მეძლევა რა შესაძლებლობა, მინდა მადლობა გადავუხადო მშობლიურ ფაკულტეტს და მის ხელმძღვანელობას აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის  შესაძლებლობის.