24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მარი სკლადოვსკა-კიურის სემინარი სტუ-ში

06/28/2022

გიზიარებთ ინფორმაციას შეხვედრის შესახებ, რომელიც ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისისა და მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის ორგანიზებით, სტუ-თან პარტნიორობით გაიმართება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 

გთავაზობთ მოწვევის წერილს უცვლელად:

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ძვირფასო კოლეგებო, 

„ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისისა და მეცნიერების მენეჯმენტის სკოლისთვის დიდი პატივია მოგიწვიოთ სემინარზე: “ახალგაზრდა მკვლევრების მომზადება ახალი აკადემიური წლისთვის მარი სკლადოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში“/ “Preparation of Young Researchers for the Upcoming Academic Year under Marie Skladowska Curie Actions“.  

სემინარი გაგაცნობთ თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ ერთ-ერთი მიმართულება — MSCA ახალგაზრდა მკვლევრებს და დაგეხმარებათ, ერთობლივად გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპულ სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციისთვის.  

სემინარის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ სადოქტორო პროგრამის სტუდენტები და ასევე, პროგრამის ხელმძღვანელები, რომლებმაც დიდი როლი უნდა ითამაშონ ამ პროცესში მათი დოქტორანტების ჩართვაში. სემინარის პრაქტიკული ნაწილი მოიცავს განაცხადის წერის სამუშაო აქტივობას, რომელიც მსმენელს წარმატებული განაცხადის ფორმულირებისათვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს. 


ღონისძიება ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში.  

თარიღი: 7 ივლისი, 2022 წელი 

მდეობარეობა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 

რეგისტრაციის ბმული:  (დარეგისტრირდით 30 ივნისის ჩათვლით)

https://docs.google.com/forms/d/1_Tm7RjZVipFDg9uofNwvs2kfSw8TidU6VYvDqld24qc 

ღონისძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ.  

თეონა მაისურაძე, ეროვნული საკონტაქტო პირი 

E-mail: tmaisuradze@rustaveli.org.ge  

Mobile: +995 593305600



------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


პატივისცემით,
--
ტექნოლოგიების და საგრანტო პროექტების ოფისი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი


0171, საქართველო, თბილისი, კოსტავას  77 
Phone:  (+995) 577416867;
Email: grantsoffice@gtu.ge