24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის პროექტი

06/27/2022


მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი - „ეროვნული საგანმანათლებლო ინიციატივები ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში/ უმაღლესი და პროფესიული განათლების ინტეგრაცია“, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში არსებული ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროს სასწავლო კურსების სილაბუსების, სასწავლო ლიტერატურისა და საგამოცდო პროცესის დაახლოებას/ინტეგრირებას პროფესიულ ორგანიზაციების (ბაფი, ACCA,) სტანდარტებთან, მათი ჩათვლისა და აღიარების მოსაპოვებლად.

2022 წლის 22 ივლისს გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის კონსულტანტი ნატალია კონვალენკო, პროფესიული ორგანიზაციების (ბაფი, ACCA,)   და ბუღალტრული აღირცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხევდელობის სამსახურის აუდიტისა და პროფესიული განათლების დეპარტამენტის წარმომადგენლები.   ასევე შვიდი წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლები.      

შეხვედრაზე გაფორმდა მემორანდუმები საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შორის ,რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტებს გადაეცათ SARAS - ის მიერ რეკომენდირებული სასწავლო მასალა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, ქალბატონი რუსუდან ქუთათელაძე და ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ხათუნა ხარხელაური.

უნდა აღინიშნოს, რომ SARAS - ის მიერ რეკომენდირებული სასწავლო მასალაის მიხედვით სწავლა-სწავლების ტრენინგები უტარდებათ ბუღალტრული აღტიცხვის, ანალიზისა და აუდიტის დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალს, რომლებსაც გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები და სასწავლო მასალა.