24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჰორიზონტი ევროპა - Hop On Facility კონკურსი

06/23/2022


გაცნობებთ, რომ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო  პროგრამა "ჰორიზონტი ევროპა" აცხადებს კონკურსს Hop On Facility (HORIZON-WIDERA-2022-ACCESS-07-01).
კონკურსის ფარგლებში კვლევის და ინოვაციების მიმართულებით ნაკლებგანვითარებულ ქვეყანაში არსებულ ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ შეუერთდნენ მიმდინარე პროექტებს. აუცილებელი პირობაა, რომ სურვილის გამომხატავი ორგანიზაციის ქვეყნიდან ორგანიზაცია არ იყოს წარმოდგენილი პროექტში.  

- დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


- მიმდინარე პროექტების სია, რომელზეც შესაძლებელია შეერთება, შეგიძლიათ იხილოთ აქ.
    სასურველი მიმართულების პროექტების სანახავად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფილტრი (იხ. ფოტო)  

photooo.png


- დაინტერესების შემთხვევაში, აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება 15 ივლისის ჩათვლით - სარეგისტრაციო ფორმა


- ვინაიდან კონკურსის სამუშაო ენაა ინგლისური, სავალდებულოა, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმირების პროცესში მინიმუმ ერთი მონაწილე იყოს შერჩეული ენობრივი კომპეტენციების გათვალისწინებით.


- გთხოვთ, გაითვალისწინოთ,  რომ მეცნიერთა ჯგუფისთვის, რომელიც ერთად აპირებს კონკურსში მონაწილეობას რეგისტრაცია საჭიროა მხოლოდ ერთი პიროვნების მიერ, ჯგუფის სახელით.


რეგისტრაციის შემთხვევაში, ჩვენი გუნდი და პროგრამის ეროვნული კოორდინატორი დაგეხმარებათ სხვადასხვა საკითხებში კონკურსის ფარგლებში.

შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტის საშუალებით, ან დაგვირეკოთ: 551 124040 - ლუკა

გისურვებთ წარმატებებს!

პატივისცემით,
--
ტექნოლოგიების და საგრანტო პროექტების ოფისი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი


0171, საქართველო, თბილისი, კოსტავას  77 
Phone:  (+995) 577416867;
Email: grantsoffice@gtu.ge


--
Grants Office
Georgian Technical University


0171, Georgia, Tbilisi, Kostava str. 77 
Phone:  (+995) 577416867;
Email: grantsoffice@gtu.ge