English |
Русский |
დეპარტამენტები
ძებნა |
საიტის რუკა |
კონტაქტი
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თამარ ქაჯაიას მივლინება
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ქაჯაია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, Erasmus+ Credit Mobility საერთაშორისო მობილობის პროექტის 2022-წლის 17 მაისის კონკურსის შედეგად, მიწვეულ იქნა ლუბლინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (პოლონეთი, ლუბლინი) 2021/2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში (06.06.2022-10.06.2022) აკადემიური საქმიანობის განსახორციელებლად.
პროექტის ფარგლებში თამარ ქაჯაიამ წაიკითხა ლექციები „ადამიანური რესურსების მენეჯმენტის“ აქტუალურ თემებზე. მასპინძელი ორგანიზაციის თხოვნით წარადგინა პრეზენტაცია „როგორ დავიწყოთ ბიზნესი საქართველოში“ და მიიღო აქტიური მონაწილეობა ვორქშოფებში.
ვიზიტი კეთილგანწყობილ ურთიერთთანამშრომლობისა და ლუბლინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტის მონაწილეების მხრიდან აქტიურ მხარდამჭერ გარემოში წარიმართა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაზიარებული იქნა უნივერსიტეტში არსებული საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება.