24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

საქართველოს ეროვნული ფონდი აცხადებს პროექტს

06/09/2022



საქართველოს ეროვნული ფონდი აცხადებს პროექტის - ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაცია არხოტში - მოხალისეთა მიღებას.

პროექტი ხორციელდება ხევსურეთში, არხოტის თემის სოფელ ახიელში საქართველოს ეროვნული ფონდის მიერ, საერთაშორისო პარტნიორებთან - ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაცია International National Trusts Organisation (INTO) და რამპარ REMPART - თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ფონდის - ალიფ ALIPH Foundation - მიერ.

#ხანგრძლივობა - წელს ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება 4 ივლისს და 27 აგვისტომდე გაგრძელდება.
#მოხალისეობა - ნაკადებში წარმოდგენილი იქნებიან ინგლისელი, ფრანგი და ქართველი მოხალისეები.
#ასაკი - მოხალისეთა ასაკი განისაზღვრება 18 წელს ზემოთ.
#სამუშაო პროცესი - მოხალისეები მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმილ ფიზიკურ სამუშაოებში, როგორიცაა კოშკის გამაგრება, დაზიანებული კედლების ქვითა და კირით ამოვსება, მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავება, ყოფით საქმეებში დახმარება...
#ეკოტურისტული ბილიკი - პროექტით ასევე გათვალისწინებულია სოფელ ახიელში ეკო-ტურისტული ბილიკის მოწყობა მოხალისეების ჩართულობით.
#ნაკადი დაგეგმილია სამუშაო პროცესის ოთხ ნაკადად დაყოფა:

➤ 4-16 ივლისი
➤ 18-30 ივლისი
➤ 1-14 აგვისტო
➤ 15-27 აგვისტო

 რა უნდა შეძლოს მოხალისეობის მსურველმა?

უპირველესად გუნდურობა, უნდა შეძლოს მკაცრ საველე პირობებში ცხოვრება და მუშაობა, მოხალისე დაინტერესებული უნდა იყოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაში მონაწილეობის მიღებით.

 რას უზრუნველყოფს ორგანიზაცია?

მოხალისეების თბილისიდან სოფელ ახიელში ტრანსპორტირებას, განთავსებას სოფლის სახლებში და კვებას. საქართველოს ეროვნული ფონდი უზრუნველყოფს მოხალისეს საჭირო სამუშაო იარაღებით, ასევე პირადი დაცვის აღჭურვილობით - ჩაფხუტი, ხელთათმანი, უსაფრთხოების სათვალე.

 გამოაგზავნეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი 30 ივნისამდე ელექტრონულ მისამართზე: tsiskaraulitowerproject@gmail.com. გასაუბრება მოხდება შერჩეულ განმცხადებელთან.


 საკონტაქტო პირი - სალომე ცისკარაული - 599 373728

გისურვებთ წარმატებებს!
___________
 ინფორმაცია კოშკის შესახებ:

ცისკარაულების კოშკი სოფელ ახიელში (XVII-XVIII სს.) პირამიდული გადახურვით დასრულებულ, „ხევსურული კოშკის“ სახელით ცნობილ ამ ტიპის საბრძოლო-სათავდაცვო ნაგებობათაგან ერთ-ერთ სრულად შემორჩენილ, შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.

ახიელის კოშკს 2006 წლიდან მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რაც მისი გამორჩეული მნიშვნელობის აღიარებაზე მოწმობს.

კოშკი სერიოზულად დაზიანდა რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, 2001 წლის საომარი ქმედებისას...

საქართველოს ეროვნული ფონდის პროექტი - ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაცია - 2021 წლის ზაფხულში დაიწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე ფრანგი მოხალისეები.