24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა კურსდამთავრებულთა საჯარო ლექცია

05/30/2022


27 მაისს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიმართა“zoom”-პლატფორმის გამოყენებით დავით შოშიტაშვილის საჯარო ლექცია თემაზე : „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და მათი როლი საქართველოს განვითარების პროცესში”.
დავით შოშიტაშვილი არის ბიზნეს ადმინისტრირების და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი.
დავით შოშიტაშვილმა 2004 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოიპოვა ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2006 წელს მან წარჩინებით დაასრულა აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2019 წელს მან დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი.
დავით შოშიტაშვილს აქვს 15 წლიანი (2004-2019 წწ.) მუშაობის სტაჟი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზოციაზე. ბოლო პერიოდში მას დაკავებული ჰქონდა ხელმძღვანელი პოზიცია. იგი კოორდინაციას უწევდა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, ასევე ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისინებული საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელებას; მუშაობდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებზე და პოლიტიკის განვითარების პროგრამებზე.
2009 წლიდან დავით შოშიტაშვილი კოორდინაციას უწევდა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმას საქართველოში და იყო საჯარო ფინანსების მართვის საკოორდინაციო საბჭოს წევრი. იგი ასევე კოორდინაციას უწევდა აშშ-ს მიერ უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტით (FATCA) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესს საქართველოში.
2018-2019 წლებში დავით შოშიტაშვილი იყო საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ტრენერი/ექსპერტი ევროკავშირის საკითხებში.
2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის ნოემბრამდე მუშაობდა აზიის განვითარების ბანკის სათაო ოფისში (მანილა, ფილიპინები) აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლის პოზიციაზე.
2021 წლის აპრილიდან იკავებს ბიზნეს ადმინისტრირების და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის თანამდებობას თბილისის თავისუფალ აკადემიაში. 2021 წლის იანვრიდან ასევე არის აკადემიის ასისტენტ პროფესორი.
  საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ გიორგი სულაშილმა, შეხვედრამ საინტერესოდ ჩაირა. ლექციას ესწრებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პეოფესორ-მასწავლბებლები და სტუდენტები, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.