24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

05/13/2022


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თამარ ქაჯაიას მივლინება

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ქაჯაია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, Erasmus+ Credit Mobility საერთაშორისო მობილობის პროექტის 2021-წლის 25 ნოემბრის კონკურსის შედეგად, მიწვეულ იქნა ტიმიშოარას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (რუმინეთი, ტიმიშოარა) 2021/2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში (02.05.2022-06.05.2022) აკადემიური საქმიანობის განსახორციელებლად.

პროექტის ფარგლებში თამარ ქაჯაიამ წაიკითხა ლექციები „ადამიანური რესურსების მენეჯმენტის“ აქტუალურ თემებზე. მასპინძელი ორგანიზაციის თხოვნით წარადგინა პრეზენტაცია ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ.

ვიზიტი კეთილგანწყობილ ურთიერთთანამშრომლობისა და ტიმიშოარას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტის მონაწილეების მხრიდან აქტიურ მხარდამჭერ გარემოში წარიმართა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაზიარებული იქნა უნივერსიტეტში არსებული საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება.