24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (განახლებული ინფორმაცია)

05/10/2022


გიგზავნით განახლებულ ინფორმაციას ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (განმეორებითი კონკურსი)

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=19485

ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology – LUT) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2021/2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო  სემესტრისთვის (II სემესტრი). 

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.05.2022.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 13 მაისამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 17 მაისამდე.

დამატებითი ინფორმაცია მიმღები უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტთან შეთანხმების მიხედვით, 2022 წლის 31 ივნისამდე. კოორდინატორის მითითებით, სასურველია მობილობა განხორციელდეს 6-10 ივნისს და შერჩეულმა კანდიდატებმა მონაწილეობა მიიღონ  ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 3 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება ელექტროტექნიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, მანქანათმშენებლობის, გარემოსდაცვოს ინჟინერინგის, სამშენებლო, არქიტექტურის, მენეჯმენტის, ტექნოლოგიების მიმართულებებს).


პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge