24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა კურსდამთავრებულთა საჯარო ლექცია

05/06/2022


მიმდინარეობს კურსდამთავრებულთა საჯარო ლექციების ციკლი

5 მაისს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „zoom”-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა ბატონი ლევან მიქავას საჯარო ლექცია თემაზე: „პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვა ადგილობრივ თვითმართველობაში“, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

ლევან მიქავა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეა.
დაამთავრა გორის სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტი. სპეციალობა ეკონომისტი.
დოქტორის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მოიპოვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
ლევან მიქავას გამოქვეყნებული აქვს ათამდე სტატია სხვადასხვა ჟურნალებში და არის სახელმძღვანელოს ავტორი (ფინანსების საფუძვლები 2020 წელი).

საჯარო ლექცია გახსნა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი სულაშვილმა. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქ. თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები , მათ შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები.